საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია
18-01-2022, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი და ვაქცინაციის პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 


აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების მაღალი სისწრაფის გათვალისწინებით, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში იზრდება, თუმცა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაზრდილი არ არის. სპეციალისტების შეფასებით, ვაქცინირებულ პირებში „ომიკრონი“, ისევე, როგორც „დელტა“ შტამი მსუბუქად მიმდინარეობს და ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას ვირუსის მსუბუქად გადატანისთვის.

 


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწია.

 


ამასთან, მიმდინარე კვირიდან შეიცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

 


ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით, ხოლო საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის - 10 დღით. ორივე შემთხვევაში, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე სავალდებულოა პირბადის ტარება.

 


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 006 864 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 934 667 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 512 ადამიანი.

 


ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 050 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 465 პირი.

 


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი