მაღალმთიანი აჭარა სტიქიას ებრძვის - რეგიონში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს
14-11-2015, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაღალმთიანი აჭარა სტიქიას ებრძვის - ხულოში, ქედასა და შუახევში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.

 

 

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც, მუნიციპალიტეტების სოფლებში, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 


ქარმა ასევე სახლებს სახურავები გადახადა, წვიმის შედეგად კი მეწყრული პროცესები განვითარდა.

 


როგორც guardian.ge-ს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განუცხადა, აჭარაში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც ზარალს ითვლის.

 


„წვიმამ და ქარმა დიდი პრობლემები შეგვიქმნა. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, ზოგიერთ სოფელში მეწყრული პროცესები დაიწყო. ამ დრომდე, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გუშინ, საღამოსთვის 90%-ს მიეწოდებოდა, ახლა ვმუშაობთ, რომ ამ საღამომდე სრულად მოხდეს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. შევქმენით შტაბი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა, წინასწარი მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი არის ძალიან დიდი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, საგზაო დეპარტამენტი და საგანგებო რეჟიმში მუშაობს ენერგო-პრო ჯორჯია" - აღნიშნა ტარიელ ლონდარიძემ.

 


შუახევის მსგავსად, მდგომარეობა რთულადაა ქედსა და ხულოშიც. მეწყრული პროცესებია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზედა და ქვედა ვაშლოვანში, ძირკვაძეებში, უჩხოში, თხილვანაში, გელაძეებში და დიდაჭარა-ღორჯომის მიმათულებით.

 


ქედის მუნიციპალიტეტში მდინარის ადიდების შედეგად, ქედის პარკის ნაწილი დაიტბორა, მანველიძეების საცხოვრებელ სახლს კი წყლის ძლიერმა ნაკადმა საფრთხე შეუქმნა.

 


რაც შეეხება ხელვაჩაურს, ქარმა სახურავები მაჭახლის ხეობაშიც გადახადა, ელექტროენერგია კი 1 500-მდე აბონენტს არ მიეწოდება.

 

 

საერთო ჯამში, სტიქიის გამო, მაღალმთიან რეგიონებში 5 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

 

სტიქიის ზონა, ცოტა ხნის წინათ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მოინახულეს.  მათი თქმით, სტიქიით მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთავრობა აანაზღაურებს. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი