დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი - პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივ სქემაში სს „კაპიტალ ბანკი“ იყო ჩართული
18-01-2022, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი. აგრეთვე, ყადაღა დაედო ბრალდებულების ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

 

პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივ სქემაში სს „კაპიტალ ბანკი“ იყო ჩართული და იქიდან გამომდინარე, რომ სს „კაპიტალ ბანკი“ ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკას და სისტემატურად არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა.

 

 

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა 100% წილის მფლობელი ეტაპობრივად გახდა უცხოური კომპანია „ESOL B.V“, რომლის ბენეფიციარ მესაკუთრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე - რ.ა. წარმოადგენდა.

 

 

სს ,,კაპიტალ ბანკის“ აქციათა მესაკუთრედ გახდომის და ბანკის მართვაში უშუალოდ ჩართვის შემდეგ, რ.ა.-მ, ბანკის მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფ პირებს მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქე - ს.პ. წარუდგინა, რომლის მიერ გაცემული მითითებები რ.ა-ს დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს უპირობოდ უნდა შეესრულებინათ.

 

 

რ.ა.-ს და ს.პ.-ს განზრახული ჰქონდათ საბანკო დაწესებულების გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა, რის უზრუნველსაყოფადაც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განახორციელეს ქმედებათა ჯაჭვი. კერძოდ, სს „კაპიტალ ბანკში“ ანგარიშები გაუხსნეს რ.ა.-სთან და ს.პ.-სთან დაკავშირებულ ორმოცამდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სს ,,კაპიტალ ბანკის’’ თანამშრომლებს არსებული საბანკო რეგულაციების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უკანონო დავალებებს აძლევდნენ.

 

 

უკანონო დავალების შესასრულებლად, სს ,,კაპიტალ ბანკის“ პასუხისმგებელი პირები - გ.გ., ს.ს. და ლ.ხ. სრულყოფილად არ ახორციელებდნენ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, არ ადგენდნენ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანს, არ აწარმოებდნენ იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ სრულყოფილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, არ სწავლობდნენ კლიენტის მიერ განხორციელებულ გარიგებებს, გარიგების შესაბამისობას კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობასთან, ქონების და მათ შორის ფულადი სახსრების წარმომავლობას.

 

 

რ.ა. და ს.პ. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და საბანკო რეგულაციების გვერდის ავლით, ფიქტიური დანიშნულებებით და რიგ შემთხვევებში ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საბანკო დაწესებულებაში რიცხავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელ თანხებს. შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის და ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.

 

 

 

 

რ.ა.-მ და ს.პ.-მ, სს ,,კაპიტალ ბანკის’’ თანამშრომელთა - გ.გ.-ს, ს.ს.-ს და ლ.ხ.-ს აქტიური დახმარებით, მათთან კავშირში მყოფი ათეულობით იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მოახდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხის ლეგალიზაცია.

 

 

იქიდან გამომდინარე, რომ სს „კაპიტალ ბანკი“ ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკას და სისტემატურად არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა.

 

 

დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, - ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზემოაღნიშნული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი. აგრეთვე, ყადაღა დაედო ბრალდებულების ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას. პროკურატურის მიერ ტარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოსართმევად.

 

 

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოსავლენად“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 51
#51   Cesar
      
References:


Instant withdrawal MiFinity casino Australia hedgedoc.info.uqam.ca
დღეს, 15:30
#50   Delphia
      
References:


Neosurf casino loyalty program https://hedgedoc.ludos-disciplinarum-misi.fyi/
დღეს, 11:28
#49   Sammie
      
References:


MiFinity casino deposit bonus Australia md.sigma2.no
დღეს, 03:51
#48   Roberta
      
References:


Mobile pokies deposit bpay 10 minimum deposit pokies bpay
გუშინ, 14:48
#47   Minda
      
References:


Payid pokies bonus codes https://pad.cttue.de/
გუშინ, 14:21
#46   Dane
      
References:


Online pokies BPay free spins
bpay pokies australia
გუშინ, 12:47
#45   Roseanne
      
References:


Mobile casino wire transfer australia codimd.syssec.org
20 ოქტომბერი 2026 23:43
#44   Claribel
      
References:


Best bank wire casinos australia http://xuetao365.com/
20 ოქტომბერი 2026 14:42
#43   Bernice
      
References:


VIP payid pokies australia instant withdrawal pay id
pokies
20 ოქტომბერი 2026 12:15
#42   Justina
      
References:


Bank transfer online pokies australia online casino EFT payment australia
20 ოქტომბერი 2026 05:18
#41   Dewitt
      
References:


Wire transfer casino Android Australia hedgedoc.dawan.fr
19 ოქტომბერი 2026 23:00
#40   Deneen
      
19 ოქტომბერი 2026 21:13
#39   Erik
      
References:


Best online pokies australia neosurf australian online casino neosurf
19 ოქტომბერი 2026 14:10
#38   Kerry
      
References:


Pay for pokies with BPay docs.monadical.com
18 ოქტომბერი 2026 16:14
#37   Tatiana
      
References:


Osko pokies no waiting creativespace.biz
18 ოქტომბერი 2026 00:07
#36   Louella
      
References:


Payid casino real money https://ardsglobal.org/
17 ოქტომბერი 2026 12:59
#35   Launa
      
References:


Casino accept apple pay uk best casino that accepts apple pay uk
16 ოქტომბერი 2026 01:01
#34   Kasey
      
References:


Casinos that accept wire transfer Australia http://www.lezcc.com/?647736
14 ოქტომბერი 2026 04:10
#33   Allie
      
References:


Fast payout wire transfer casino australia https://guzhen0552.cn
13 ოქტომბერი 2026 21:58
#32   Kristi
      
References:


Neosurf casino cashier australia skitterphoto.com
12 ოქტომბერი 2026 00:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი