[ვიდეო] კახა კალაძე: ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
20-01-2022, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება.

 

 

„ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი ეტაპი ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა-მოწესრიგება. წყალარინებისა და წყლის მილები განახლდება, სანიაღვრე სისტემა მოეწყობ, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. გამზირზე განათების ახალი სისტემა და საავტობუსე ზოლები მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდებამიწისქვეშა ურნები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამ ეტაპზე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი გადაიკეტება.

 

 

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვების გარეშე, გამზირის სრული რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება.

 

 

„მთლიანად ქუჩის გადაკეტვა არ მოხდება. გვინდა, რომ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულწილად დაშვებული იყოს. პირველ ეტაპზე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი დაიკეტება. პროექტი შვიდი-რვა თვის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა დეტალური ინფორმაცია, თუ რა ალტერნატიული გზებით შეუძლიათ გადაადგილება, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეც შეუძლია. სამუშაოების მიმდინარეობის დროს, რა თქმა უნდა, იქნება შეფერხებები. ამისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, თუმცა, ამის გარეშე გამზირის რეაბილიტაციას ვერ შევძლებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ სამუშაოები ზედაპირულად ჩატარდეს და მხოლოდ მოასფალტება მოხდეს. აქ ყველაფერი ისე მოწესრიგდება, როგორც ჩვენი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი