„ზესტაფონი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთის გახსნა, ამ დრომდე, ვერ ხერხდება“ - ამის შესახებ guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, მუნიციპალიტეტში რთული მდგომარეობაა, სიტუაციის დასარეგულირებლად შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა რაიონში. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, რამდენიმე ადგილას ჩამოსულია მეწყერი, დაიტბორა წყალსადენი, რომლითაც სარგებლობს მოსახლეობა. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და ასე ვთქვათ, დღე და ღამე მიმდინარეობს გაწმენდითი თუ აღდგენითი სამუშაოები. სამწუხაროდ, ამ დრომდე, ვერ მოვახერხეთ, ზესტაფონი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთის გახსნა. ვიმედოვნებ, რომ ხვალ საღამოსთვის, ეს მონაკვეთი აღდგენილი იქნება“ - განმარტა ჯაფარიძემ.
გამგებელმა სტიქიით დაზარალებული სოფლები დაათვალიერა. ჯაფარიძე, მოადგილეებთან ერთად, დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, 10 მეტრიანი მონაკვეთი, სამი დღის წინათ, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა. რამდენიმე სოფელში კი ქარმა სახლს სახურავები გადახადა. წყალმა წაიღო ხიდები, რის შედეგადაც, სოფელ რუფოთსა და თუზში, დაახლოებით, 30 ოჯახი ამ დრომდე, გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.