მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, რომლის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ექსპერტიზა გაიარაპროექტმა, რაც მომავალში ნებისმიერი სახის ინციდენტს გამორიცხავს.
„2018 წელს ჩამოიშალა ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი. მართალია, მისი ფუნქციონირება გაგრძელდა, მაგრამ პარალელურად, საკითხის საფუძვლიანი შესწავლა დავიწყეთ და რამდენიმე კვლევაჩავატარეთ. კერძოდ, ექსპერტიზა ჩაუტარდა არსებულ კონსტრუქციებს, რათა შეგვესწავლა მისი უსაფრთხოება და მომავალში გამოგვერიცხა მსგავსი ინციდენტი. პროექტს ჩაუტარდა შემდგომი ექსპერტიზები:ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ შესახებდადგენილებასთან შესაბამისობის ექსპერტიზა(41-ე დადგენილება); კონსტრუქციული ექსპერტიზა; თაღოვანი ჭერის კონსტრუქციული ექსპერტიზა; მოპ-ის შეფასება; ელექტროობის ექსპერტიზა; ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა; საინჟინრო ნაწილის (ელექტროობა, წყალკანალიზაციია, სუსტი დენები, ვენტილაცია, გათბობის და სხვა) ექსპერტიზა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოების ბიუჯეტი შვიდ მილიონ ლარს შეადგენს.
„სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნისა და ესკალატორების გვირაბის აზბესტის ჭერის დემონტაჟს. ასევე, თანამედროვე მასალებით ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების, ბალუსტრადების განახლებას. პროექტის ფარგლებში, განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემა მოეწყობა, ბაქნის იატაკი შეიცვლება, ტაქტილური ფილები დაიგება, ასევე, სადგურის სამეურნეო ოთახები მოეწყობა. იმედია, მალე გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და სამუშაოებიდაიწყება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.