დღეს შეიქმნა საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი, რომელშიც 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა და რომელმაც „საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის დეკლარაცია“ მიიღო.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური ძალადობის, არჩევნების გაყალბებისა და ფარული გარიგებების გზით, საქართველოში ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანობა, რამაც ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი.
ერთი მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებული პარტიები არაფრად აგდებენ კანონს და პოლიტიკური პროცესი გადააქციეს იაფფასიან თეატრალიზებულ სანახაობად, რასაც თან ახლავს ფარული გარიგებები, ამერიკელი და ევროპელი ლობისტებისა და პოლიტიკოსების თანამონაწილეობით. ყოველივე ეს არა მხოლოდ შეურაცხყოფს ქართველ ხალხს, არამედ ქვეყანას უსპობს განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას.
ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წელმა და „ქართული ოცნების“ 9-წლიანმა მმართველობამ უაღრესად უარყოფითი გავლენა მოხადინა არაერთი თაობის ცნობიერებაზე. ახალგაზრდებში მიზანმიმართულად ამკვიდრებენ რწმენისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, სამშობლოსადმი გულგრილობას, ქართული ტრადიციებისა და ზნეობისადმი უპატივცემულობას. ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური განუკითხაობა, მწვავე ეკონომიკური კრიზისი და დიდი სოციალური უთანასწორობა. აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია და მომავლის პერსპექტივა დაკარგა.
ამ დეკლარაციაზე ხელის მომწერნი, ვაერთიანებთ ჩვენს ადამიანურ, ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ფინანსურ, ფიზიკურ და ჩვენს ხელთ არსებულ სხვა რესურსებს, ვირჩევთ მიზანმიმართული და შეურიგებელი ბრძოლის გზას, რათა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს ღირსება, ხოლო ქართულ სახელმწიფოს - მომავლის პერსპექტივა“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
„პატრიოტთა ალიანსის“ ცნობით, დეკლარაციას 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადობრივი ორგანიზაცია შემოუერთდა და დეკლარაცია ღიაა ხელმოწერისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.