მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა სერტიფიცირება წარმატებით გაიარა
21-01-2022, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. ადგილობრივი აეროპორტებიდან მესტიის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

 


სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ის გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა გარკვეული კატეგორიის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება.

 


მანამდე, რესერტიფიცირება წარმატებით ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებმა გაიარეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას ხუთ ეტაპად ახორციელებს. ყველა ეტაპი, მესტიის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა.

 


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რომ ოპერირება მის მიერ ოპერირებად აეროპორტში არის უსაფრთხო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისია ამოწმებს და ადგილზე აფასებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათი წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან.

 


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მესტიის თამარ მეფის აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა. ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადი ამბროლაურის აეროპორტი და კერძო მფლობელობაში არსებული სხვა ადგილობრივი აეროპორტები გადიან.

 


ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი