სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში, საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"მინდა სამძიმარი გამოვუცხადო პარიზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ფრანგ ხალხს. ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მსოფლიო თანამეგობრობის გაერთიანების აუცილებლობას ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ. ხაზგასასმელია, რომ ტერორისტული აქტების ციკლი ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ტოლერანტული პოლიტიკითა და განსხვავებული რელიგიური მრწამსისა თუ ეროვნების ხალხთა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულებით" - წერს ნანუაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.