GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბულობისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე მოლაპარაკებების გასამართად ჟენევაში შეხვდნენ.
ბლინკენმა „კრიტიკული მომენტი“ უწოდა არსებულ ვითარებას და დასძინა, რომ აშშ და რუსეთი „არ მოელიან, რომ უთანხმოება დღეს გადაწყდეს“, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატია ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი არჩევანია.
ლავროვმა მოლაპარაკებები შეაფასა როგორც ღია და სასარგებლო. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან ნატო რუსეთის წინააღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ იგი „არასოდეს დამუქრებია უკრაინელ ხალხს“ და მასზე თავდასხმის გეგმები არ აქვს.
ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოლაპარაკებებზე ასევე ირანისა და მისი ბირთვული შესაძლებლობების თემასაც შეეხნენ, რასაც მან იმის მაგალითი უწოდა, თუ როგორ შეიძლება რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ერთად იმუშაონ უსაფრთხოების საკითხებზე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ფიქრობს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „ინტერვენციას“ მოახდენს უკრაინაში, მაგრამ მას არ სურს „სრულმასშტაბიანი ომი“. პრესკონფერენციაზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბაიდენმა თქვა: „ჩემი ვარაუდით, ის მოახდენს ინტერვენციას, მან რაღაც უნდა გააკეთოს“. მაგრამ აშშ-ის ლიდერმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, რომ იგი „სერიოზულ და ძვირ ფასს“ გადაიხდის დასავლეთის „გამოცდისთვის“.
მოსკოვი, რომელსაც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობას უარყოფს.
მას შემდეგ, რაც ბაიდენს პრესკონფერენციაზე მისი კომენტარის დაზუსტების მიზნით ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს - დაუშვებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინაში მცირე შეჭრას, თეთრი სახლმა განცხადება გაავრცელეს. პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ თქვა: „თუკი რუსეთის რომელიმე სამხედრო ძალა გადალახავს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება განახლებული შეჭრა და მას სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან“.
პუტინის განზრახვების შესახებ შეკითხვის საპასუხოდ ბაიდენმა თქვა: „ვფიქრობ თუ არა, რომ ის გამოცდის დასავლეთს? გამოცდის შეერთებულ შტატებს და ნატოს, რამდენადაც ეს მას შეუძლია? დიახ, ის გამოცდის, მაგრამ ვფიქრობ, იგი გადაიხდის სერიოზულ და ძვირ ფასს ამისათვის“.
„მას არასოდეს უნახავს იმის მსგავსი სანქციები, რომელსაც მე შევპირდი და რომელიც დაუწესდება, თუკი ის შეიჭრება“, - განაცხადა ბაიდენმა და დაამატა, რომ დასჯის ზუსტი დონე დამოკიდებული იქნება ნებისმიერი შეჭრის მასშტაბზე.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ ღია რჩება რუსეთთან საკითხების განხილვისთვის და აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა ჯერ კიდევ „შესაძლებელია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.