დუბაიში მიმდინარე Expo Dubai 2020-ის ფარგლებში, 23 იანვარს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ორგანიზებით, გაიმართება ქართული ლიტერატურისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია.
ღონისძიებები ითვალისწინებს მსოფლიო გამოფენის სტუმრებისთვის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების, უნიკალური დამწერლობის თავისებურებებისა და ზოგადად, ქართული კულტურის გაცნობას.
ლიტერატურული პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მოხსენება „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. არაბისტი ნინო სურმავა თემას შოთა რუსთაველის ტექსტში არაბთა სახეების გარჩევით გაშლის.
ადგილობრივი გამომცემლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება არაბულად თარგმნილი წიგნების პრეზენტაცია და შეხვედრა მათ ავტორებთან - დათო ტურაშვილთან და დათო გორგილაძესთან. დათო გორგილაძე და მისი წიგნის, „ღმერთი სამსახურშია“ არაბული თარგმანის ეგვიპტელი გამომცემელი ისაუბრებენ გამოცემაზე, მისი თარგმნის თავისებურებებსა და საგამომცემლო პროცესზე. დათო ტურაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და მის ისტორიას გააცნობს.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამონაწილეობით მოეწყობა ქართული კალიგრაფიის კუთხე, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს სამუშაო პროცესში ჩართვას. დაგეგმილია საზედაო ასოების შექმნის, კერამიკაზე წერის, კაწვრის ტექნოლოგიისა და სხვა მარტივი ტექნიკების მასტერკლასების ჩატარება.
საქართველოს პავილიონის სტუმრები ასევე იხილავენ თეატრალიზებულ წარმოდგენას, რომელიც ქართულ ლიტერატურასა და კულტურის ისტორიას მითოსიდან თანამედროვე მწერლობამდე აერთიანებს. წარმოდგენის დამდგმელი ქორეოგრაფია ნათია ჩიკვაიძე, კომპოზიტორი - ანუკა ჩხეიძე, დამდგმელი მხატვარი - უტა ბექაია, რეჟისორი - პაატა ციკოლია.
EXPO Dubai 2020 ექვსი თვის განმავლობაში მასპინძლობს საქართველოს პავილიონს, სადაც იმართება ღონიძიებები ქართული კულტურის, სპორტის, კულინარიის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.
ინფრმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.