„ადვილია პუტინს მიაგო პატივი, რომელსაც შესაძლოა ის იმსახურებს“... „ყირიმი დაკარგულია, ის აღარასოდეს დაბრუნდება უკან“ - გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური ამ განცხადებების გამო თანამდებობიდან გადადგა
23-01-2022, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინის კრიზისის შესახებ გაკეთებული კომენტარების შემდეგ გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი, კაი-ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. „ვთხოვე გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ქრისტინე ლამბრეხტს, დაუყოვნებლივ გამათავისუფლოს ჩემი მოვალეობებიდან. მინისტრმა დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა“, ნათქვამია ვიცე-ადმირალ კაი-ახიმ შიონბახის განცხადებაში, რომელსაც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

 

 

შიონბახმა ინდოეთში ვიზიტისას თქვა, რომ პუტინი ცდილობს, რომ დასავლეთი მას თანასწორად მოეპყრას და ის „შესაძლოა“ პატივისცემას იმსახურებდეს. „ის, რაც მას სურს, ეს არის პატივისცემა“, - თქვა ვიცე ადმირალმა ინგლისურ ენაზე. 

 


„და ღმერთო ჩემო, ვინმესადმი პატივისცემა ხომ დაბალი საფასურის შემცველია, უფრო მეტიც, საერთოდ არაფერი ღირს... ადვილია მიაგო მას პატივი, რომელსაც იგი ნამდვილად ითხოვს - და შესაძლოა ასევე იმსახურებს კიდეც“, განაცხადა შიონბახმა, რომელმაც რუსეთს ძველი და მნიშვნელოვანი ქვეყანა უწოდა.

 


მან აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ დაამატა, რომ „ყირიმის ნახევარკუნძული დაკარგულია. ის აღარასოდეს დაბრუნდება უკან - ეს არის ფაქტი“.

 

 

ნიუ დელიში, მაროხარ პარიკარის სახელობის ინდოეთის თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე შიონბახმა საქართველოც ახსენა და თქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველო შეესაბამება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კრიტერიუმებს.

 


„დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის, თუ როგორც უწოდებენ „სახალხო ლაშქრის“ მიერ. შევხედოთ საქართველოს, რომელიც ნატოში ესწრაფვის გაწევრიანებას. შეესაბამება თუ არა იგი ალიანსის კრიტერიუმებს?! - კი. გონივრულია, თუ არა მისი ნატოს წევრად მიღება?! - არა“, - განაცხადა შიონბახმა .

 


გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის კომენტარები ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ 2014 წელს, მოსკოვის მიერ უკრაინის შემადგენლობაში მყოფი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მიუღებელია და კრემლმა უკან უნდა წაიღოს თავისი გადაწყვეტილება.

 


გერმანიის მთავრობას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია, მაგრამ იგი შიონბახის კომენტარებს გაემიჯნა.

 


„განცხადებების შინაარსი და შერჩეული სიტყვები არანაირად არ შეესაბამება ფედერალური თავდაცვის სამინისტროს პოზიციას“, - განუცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ZDF-ს.

 

 

შიონბახის განცხადებებს კიევში მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

 


გადამდგარმა ვიცე-ადმირალმა თავისი განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა. მან „თვითერზე“ დაწერა: „არ არსებობს თავის დაძვრენის საჭიროება; ეს აშკარად შეცდომა იყო“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი