ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ეს არის წინასწარი მონაცემები, მაგრამ ის ემყარება გადამხდელების მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებს. ეს ადასტურებს, რომ დამატებითი ღირებულების გადამხდელი კომპანიების ბრუნვა იანვარში 16 პროცენტით გაიზარდა. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, ზრდა იანვარში იქნება 8% წინა წლის იანვართან შედარებით".
მინისტრის განცხადებით, "ესაა შედეგი სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული აქტივობის, იმის, რომ 43 %-ით არის გაზრდილი მშენებლობა".
ნოდარ ხადურმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაზრდილია სატრანსპორტო გადაზიდვები.
"ეს ყველაფერი ჩვენ გვალევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენი პროგნოზები არის კონსერვატიული", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.