დღეს მიმდინარე მოვლების ფონზე გერმანიის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ პროეცირდება უკრაინაზე, საქართველოზე და ა.შ. ( სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე), განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი, როგორიც არის უახლესი ისტორია, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, დღევანდელი მსოფლიოს აღქმა, მოსახლეობის განწყობები და პარტიული პოლიტიკა.
გერმანიის პოზიცია, რომ სამხედრო გზით პრობლემები არ გადაიჭრება და ამიტომ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას არ არის მხოლოდ საკუთარი ინტერესების პოლიტიკა, ესე ხედავს დღეს უმრავლესობა გერმანიაში სამყაროს (არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ სამხედრო ტექნიკის ექსპორტით გერმანია მე-3 ადგილზეა და ბოლო წლებში მილიარდობით ევროს ღირებულების საექსპორტო ლიცენზიები გაიცა ეგვიპტეზე, საუდის არაბეთზე, ალჟირზე).
მორალური პასუხისმგებლობა ისტორიული წარსულისადმი არის არა ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევე, დიდი უმრავლესობისთვის, გერმანიაში უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას და პირველ რიგში მეორე მსოფლიო ომში მილიონობით დაღუპული „რუსების“ წინაშე მორალურ პასუხისმგებლობას (სამწუხაროდ, იგივეს არ ფიქრობენ მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად უფრო მეტ დაღუპული უკრაინელების (ან სხვა ერების) და/ან უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ მრავალრიცხოვან საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულების მიმართ).
დღეს არ ფიქრობენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, პირველ რიგში რუსული სამხედრო აგრესიისგან თავის დაცვისთვის არის საჭირო და აუცილებელი.
ისტორიულ-მორალური პასუხისმგებლობის გარდა, მოკლე ვადიანი ეკონომიკური ინტერესები და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, თუნდაც სხვების უსაფრთხოების ინტერესების და პოლიტიკური მიზანშეწონოლობის ხარჯზე, ასევე მნიშვნელოვანია გერმანიისთვის. რომელი ქვეყნისთვის არ არის?
საკუთარი ეკონომიკური ინტერესების უსაფრთხოების წინ დაყენების ფუფუნება გერმანიას დღეს აქვს, რადგან უკრაინაში/საქართველოში რუსეთის შეჭრით თუ ნატოს დასუსტებით რუსეთი გერმანიაში არ შეიჭრება. დიდი ნაწილი ასე ფიქრობს, რომ დღეს ვინ შეიძლება რომ გერმანიაზე სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს, არავინ? მინიმუმ მანამდე სხვა ქვეყნებზე უნდა განხორციელდეს თავდასხმა.
საზოგადოებრივი აზრიც ამას ემყარება, როცა ხარ გერმანის მოქალაქე და გაქვს მაღალი უსაფრთხოების განცდა და მიიჩნევ, რომ სამხედრო გზით პრობლემები არ გადაიჭრება და თან მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობ შენი ისტორიის მიმართ, ამიტომ არ უჭერ მხარს ქვეყნის ძალისმიერ საგარეო პოლიტიკას. ეს ცნობილი ფაქტია პოლიტიკოსებისთვის და ამიტომ უჭირთ არსებული საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლა.
არ აქვს დიდი მნიშვნელობა მემარცხენე თუ მემარჯვენე პარტიის თავჯდომარე ხარ (მწვანეების, სოციალ-დემოკრატების თუ ქრისტიან-დემოკრატების), უნდა გაითვალისწინო საზოგადოებრივი და პარტიული ბაზისის აზრი, რომელიც ერთმანეთს ემთხვევა.
რუსეთის მიერ „ელიტების მიტაცების პოლიტიკა“ გერმანიაშიც მუშაობს და მნიშვნელოვანი გარემოებაა, მაგრამ ჩემი აზრით, ზემოთ მოყვანილი ფაქტორების წონა უფრო მეტია. რა თქმა უნდა, ეს პერსპექტივა ამ ტექსტისთვის მაქსიმალურად გამარტივებულია და არ მოიცავს ყველა ნიუანსს.
ელგუჯა ხოკრიშვილი,
საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.