თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს
24-01-2022, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 

 

ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

 


„ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და უკვე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. თელავის ქუჩამდე მოძრაობა გადაკეტილია და მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა. წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, წყალარინების ქსელი სრულად მოწესრიგდება. გამზირზე ძალიან ცუდი მდგომარეობაიყო - ჩავარდნილი იყო მონაკვეთები და დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც ადამიანი ფიზიკურად ვერ გაივლის, ისე დავიწროებულია ტროტუარი და იმდენად ცუდ მდგომარეობაშია. გამზირისრულადმოწესრიგდება თავისი გარე განათებებით დატროტუარით. ასევე, განთავსდება საავტობუსე ზოლები და მიწისქვეშა ურნები, სადაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. ეს პირველი მონაკვეთი ოთხ თვეში დასრულდება, შემდეგ კი უკვე გადავალთ სამუშაოების მეორე ნაწილზე. მთლიანობაშიგამზირის რეაბილიტაცია რვა თვეში უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შესრულდება.

 

 

პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი, გამოიყოფა საავტობუსე ზოლი და მოეწყობა ველობილიკი.

 

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი