დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს.
"პრინცი ფილიპი და მე ღრმად შოკირებული და დამწუხრებული ვართ პარიზში მომხდარი საშინელებით და იმ დანაკარგით, რაც განიცადეთ.
გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულწრფელ თანაგრძნობას თქვენ, დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს", - ნათქვამია დედოფლის გზავნილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.