კონკრეტულ ტელევიზიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რაც არ გამოუვათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ არასწორ ინფორმაციას გამოუეხმაურა, თითქოს მან 3 მილიონის ქონება 69-ათასიან მიწაში გაცვალა.
„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. ამჯერად, მთელი გადაცემა მიუძღვნეს, რომ თითქოს 700 კვ. მ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მოხდა. ჩემი განმარტება სრულყოფილად არ გასულა ეთერში. საქმე კი მარტივადაა: ავლაბარში გაიცა სამშენებლო ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე, რაც წარმოადგენს სკვერის ტერიტორიას. ეს არასწორია. რეალურად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეფასდა სამხარაულის ბიუროს მიერ. ასევე, ის კონკრეტული მიწის ნაკვეთიც შეფასდა, რაც მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. ერთნაირი თანხების შესაბამისად მოხდა ადგილმონაცვლეობა.
მერის განცხადებით, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების ნებართვის გაცემა დაუშვებელია.
„ზოგადად რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით იცით ჩემი დამოკიდებულება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რეკრეაციული სივრცეები გავანადგუროთ. ეს წლების წინ ხდებოდა - ანგრევდნენ სპორტულ მოედნებს, მწვანე სივრცეებს. დღეს მე და ჩემი გუნდი ასეთ ადგილებს ვუბრუნებთ ქალაქს და ეს მილიონები ჯდება. ამ შემთხვევაში, გაკეთდა ადგილმონაცვლეობა. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ. ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომ კახა კალაძემ ვინმე დაჩაგრა, ბიზნესი წაართვა, ბიუჯეტიდან ფული მოიპარა და ა.შ.“, - განაცხადა კალა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.