რომის პაპი: ამ ფაქტს არავითარი რელიგიური და ჰუმანური გამართლება არ გააჩნია
14-11-2015, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ვატიკანი მწუხარებას გამოთქვამს პარიზში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

 
„შოკირებულები ვართ და რომის პაპთან ერთად, კატეგორიულად ვგმობთ ტერორისტულ ძალადობასა და სიძულვილის იმ გამოვლინებებს, რომელიც ყველა მშვიდობისმოყვარული ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის თავდასხმა მთელს კაცობრიობაზე, რომელიც მოითხოვს გადამწყვეტ პასუხს ყველა ჩვენგანისგან“ - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

 

 

რომის პაპმა იტალიურ ტელეარხ TV2000-სთან სატელეფონო ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ ამ ფაქტს, არავითარი რელიგიური და ჰუმანური გამართლება არ გააჩნია.

 

 

„ეს ყველაფერი ძალიან რთულია გასაგებად. ძალიან დამწუხრებული ვარ და ვლოცულობ გარდაცვლილთა სულების, მათი ოჯახებისა და საფრანგეთისთვის“ - განაცხადა პაპმა.

 

 

კითხვაზე არის, თუ არა ეს "ნაწილობრივ მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი", რომის პაპმა აღნიშნა, რომ ეს მისი „ნაწილია.“

 

 

საფრანგეთის პროკურატის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ამჟამინდელი მონაცემებით , გუშინ განხორციელებულ ტერაქტებს 128 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

 

 

შეგახსენებთ, თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი