პარლამენტში, საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან პირველი შეხვედრა გაიმართა
26-01-2022, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და კომიტეტის წევრებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

 

 

შეხვედრაზე, დღეს ჯანდაცვის სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

 

 

ყურადღება დაეთმო როგორც პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ფარმაცევტულ სექტორში და სოციალური მიმართულებით არსებულ პრობლემებს, დევნილთა საკითხებს.

 

 

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

 

 

„კარგი და საქმიანი შეხვედრა შედგა მინისტრთან. კომიტეტის წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე, ასევე, კომუნიკაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე სამინისტროსა და კომიტეტს შორის და იყო აბსოლუტურად ორმხრივი თანხვედრა, რომ ამ კუთხით საჭიროა გარკვეული ცვლილებების და აქტივობების განხორციელება. ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, მისი აქტუალობიდან გამომდინარე, ფარმაცევტულ სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა იყო. უკვე გაჟღერებულია მთავარი ინიციატივა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ჩავნიშნეთ შემდეგი შეხვედრა, რომელიც შედგება სამინისტროში. შემდეგ შეხვედრაზე, ასევე, მოხდება კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის პრეზენტაცია, მოვისმენთ როგორც სამინისტროს, ასევე სხვა დაინტერესებული მხარის პოზიციებს. პრინციპში დავგეგმეთ საფუძვლიანი რეფორმული ტიპის ცვლილებები, რომლებიც ვფიქრობ, ბოლომდე გააჯანსაღებს დღეს ჯერ კიდევ პრობლემურ ფარმაცევტულ სექტორს. ვისაუბრეთ ასევე დევნილთა საკითხებზე, სოციალური მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც. ისე, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საწყისია იმის, რომ ხვალინდელი და შემდეგი დღეებიც იქნება უფრო აქტიური, საქმიანი და შედეგობრივი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი