ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „ნიჭიერი თაობის“ პირველი საკონკურსო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
26-01-2022, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში „ნიჭიერი თაობის“ კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გახსნის სიტყვით გამოვიდნენ მერი ანივარდ მოსოიანი, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ლჯონ ვარდანიანი, გაზეთ „არშალუისის“ რედაქტორი, საკონკურსო პროექტის ავტორი ლუსინე ვარდანიანი, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს ბავშვების კონკურსში აქტიურ მონაწილეობაზე და სკოლების მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტში კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები, რედაქციის თანამშრომლები და კონკურსის მონაწილეები.


კონკურსის მე-3 კლასის დიპლომით დაჯილდოვდნენ :


- ლუიზა ალვანჯიანი (ფოკა),


- ერიკ აბრაჰამიანი (სრ ქ. არმავირი /


- ოფელია კირაკოსიანი / სოფ.დილიფი /


მე-2 კლასის დიპლომებით და პრიზებით დაჯილდოვდნენ:


- ჰუსიკ ეფრიკიანი / ჰეშტიის მე-2 საჯ. სკოლა /,


- მანუშაკ ეზეკიანი / ჯიგრაშენი /


კონკურსის I კლასის დიპლომით დაჯილდოვდა: მარიამ გომციანი (ეშტიის მე-2 საჯარო სკოლა ).

 

კონკურსის გრან-პრი ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ტათევ პოღოსიანს გადაეცა.

 

,,ნიჭიერი თაობა“ კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

 

გაზეთ „არშალუისის“ კონკურსი „ნიჭიერი თაობა“ უწყვეტი იქნება, წელს ის თებერვალში დაიწყება და გარდა პოეტირი ნამუშევრებისა, მხატვრობასაც მოიცავს.


ინფორმაციას ნინოწმინდის მუნციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი