საფრანგეთისთვის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და თბილისის საკრებულოს შენობები საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
შეგახსნებთ, რომ გუშინ, პარიზში სხვადასხვა ადგილზე, ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საფეხბურთო სტადიონს, რესტორნებსა და საკონცერტო დარბაზებს.
ბოლო ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად, 129 ადამიანი დაიღუპა, 352-ზე მეტი კი დაშავდა, აქედან, 99 ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.