შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის გვირაბში საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. სამუშაოები უმაღლესი ხარისხის აკრილისა და ცივი პლასტის საღებავებით შესრულდება.
სამუშაოები, დაახლოებით, 2500 კვადრატული მეტრის ფართობზე, ორი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურის 15 თანამშრომელიმიიღებს. პროექტის ღირებულება 15 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში 28 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, ევროპის მოედნიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 29 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, იალბუზის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.