„თბილსერვის ჯგუფი“ განმარტავს, რომ იანვრის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს
28-01-2022, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ წლელულს, კერძოდ კი იანვრის თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს.

 

 

„როგორც ცნობილია, დასუფთავების მოსაკრებლის ნებისმიერი თვის დარიცხვა აქამდე, სტანდარტულად, წინა თვის მომსახურებისთვის ხორციელდებოდა. მომხმარებლებს იანვარში ერიცხებდათ დეკემბერში გაწეული მომსახურების საფასური, კონკრეტული თარიღები კი ქვითარში აისახებოდა.

 

 

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარში, კერძოდ კი თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს.

 

 

რაც შეეხება ტარიფებს, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით არის განისაზღვრული. შესაბამისად, ფიზიკური პირები დეკემბერ-იანვარში უცვლელი ტარიფით ისარგებლებენ. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თბილისის საკრებულოს N4-12 დადგენილების (27.12.2021 წელი) თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.

 

 

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსაკრებელი ახალი ტარიფით შეეხებათ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული კატეგორიის აბონენტებს და არა ფიზიკურ პირებს. დეკემბერ-იანვრის მოსაკრებლის ერთდროულად დარიცხვა კი უკავშირდება სემეკ-ის გადაწყვეტილებას.

 

 

აქვე განვმარტავთ, რომ იანვრის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დეკემბერ-იანვრის დავალიანება ეტაპობრივად, თებერვლის ბოლომდე დაფარონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი