სამართალდამცავების ინფორმაციით, ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებელი საფრანგეთის მოქალაქე იყო
15-11-2015, 00:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ახალი გარემოებები ხდება ცნობილი.

 


ბელგიის პოლიცია სამი პირის დაკავების შესახებ იტყობინება. მათი თქმით, აღნიშნული პირები პარიზში განხორციელებულ ტერაქტთან არიან დაკავშირებულნი.

 


პარიზის პოლიცია უცხო ქვეყნის ნომრების მქონე Seat-ის მარკის შავ ავტომობილს ეძებს. "ბიბისი" ინფორმაციით, ავტომობილს პარიზში განხორციელებულ ტერაქტებთან აქვს კავშირი.

 

 

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, სამართალდამცავებმა ამ დროისთვის ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებლის ვინაობა დაადგინეს, ის საფრანგეთის მოქალაქე იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ტერორისტს, რომელმაც პარიზში "სტად დე ფრანსის" სტადიონთან თავი აიფეთქა, სირიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. ის საფრანგეთში საბერძნეთის გავლით ჩავიდა. 

 


როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ნიკოს ტოსკასმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სირიის მოქალაქემ რეგისტრაცია ოქტომბრის დასაწყისში, ლეროსის კუნძულზე გაიარა.

 

 

ტელეკომპანია BFM TV კი აცხადებს, რომ კიდევ ერთ ტერორისტს ასევე უცხო ქვეყნის - ეგვიპტის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა.

 

 

პარალელურად, გერმანიაში განაცხადეს, რომ გასულ კვირას, ბავარიაში დაკავებულ მამაკაცს, სავარაუდოდ, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებთან ჰქონდა კავშირი.

 

 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამართალდამცავებმა ეთნიკური მაკედონელი დააკავეს, რომელსაც ავტომობილით დიდი ოდენობით იარაღი, სავარაუდოდ პარიზში გადაჰქონდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი