დიდუბის რაიონში, კედიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
29-01-2022, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდუბის რაიონის გამგეობა კედიას ქუჩა N10-ში, მოსახლეობის მოთხოვნით, სპორტულ მოედანსა და მოსასვენებელ სივრცეს აწყობს.

 

 

ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა. ასევე, მოსასვენებელი სივრცის გაკეთება, სადაც სხვადასხვა სამუშაო განხორციელდება. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკე ინვენტარი. ამასთან, სივრცეში პატარებისთვისაც არის გათვალისწინებული სათამაშო სივრცის მოწყობა.

 

 

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლინაგი“ ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 574 ლარია გამოყოფილი.

 

 

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

 

სივრცის განვითარების პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებითა და ჩართულობით მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი