კელი დეგნანი ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურზე - ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან
29-01-2022, 14:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზღვაო პორტი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე მეტია. ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან.

 

 

„გლობალური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში და განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ჩვენ ყველანი კარგად ვაანალიზებთ იმას, თუ საიდან მოვდივართ და როგორ ვუკავშირდებით გარე სამყაროს. ეს განვითარების პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, რომ ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარეები. საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის რეგიონალური დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში. ამის გარდა, ზღვის პორტი არის კეთილდღეობის და უსაფრთხოების ელემენტი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.

 

 

მინდა, რომ კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ბატონო სოსო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები და აღვნიშნავ საზეიმოდ ამ საეტაპო მოვლენას. მე ველი, რომ გაიზრდება ვაჭრობა, ტვირთბრუნვა და ეს ტერმინალი ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. დიდი მადლობა, გილოცავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები: 4
#4   zeeshan345
      
My spouse and i manipulate in simple terms outstanding product: you will note those things with: bos88
17 იანვარი 2023 10:23
#3   Hamza
      
These types of internet websites are really wanted, you can easlily examine a lot. 먹튀검증
18 ოქტომბერი 2022 13:39
#2   Hamza
      
This is simple, when will most likely be fundamental direct touch that webpage website webpage website: บาคาร่า
11 ოქტომბერი 2022 16:57
#1   RAHEEL
      
You possess position a pivotal offspring.. Blesss for making an application.. Their probably want to analysis better most current directives utilizing this blog.. have installing.. PagalWorld
29 იანვარი 2022 16:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი