აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა პარიზში განხორციელებული ტერაქტების საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ჩაატარებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, პრეზიდენტი საკუთარ გუნდს თურქეთში გამგზავრებამდე შეხვდება, სადაც "დიდი ოცეულის სამიტს" უნდა დაესწროს. "დიდი ოცეულის" სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების დროს, აშშ-ის სამი მოქალაქე დაიჭრა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარკ ტონერის განცხადებით, საფრანგეთში აშშ-ის საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.