სამგორის რაიონის გამგეობამ, 2021 წელს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 304 პროექტი განახორციელა. მათ შორის, - ბრტყელი სახურავები 76 მისამართზე რეაბილიტირდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 169 547 ლარი გამოიყო.
ქანობიანი სახურავი შეკეთდა 16 მისამართზე, რისთვისაც დაიხარჯა 437 000 ლარი. 59 მისამართზე საცხოვრებელი კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეიცვალა; კაპიტალურად გამაგრდა აეროპორტის დასახლებაში მე-10 საცხოვრებელი კორპუსი. ასევე, საერთო სარგებლობის ტერიტორიაზე შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები (კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია, სადარბაზოს რკინის კარის მოწყობა, სადარბაზოს რემონტი, წყალსაწრეტი მილები ) – 116 მისამართზე ჩატარდა.
ინფორმაციას სამგორის რაიონის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.