თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობის შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.
რამდენიმე დღის წინათ განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე (თერჯოლასთან ახლოს) და 293-ე (სენაკის შესასვლელთან) კილომეტრებზე ადიდებულმა მდინარეებმა საავტომობილო გზა დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.