რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტია „საქართველოსთვის“ წევრის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას.
„რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!
რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები!
ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!“ - წერს ნიკა მელია Facebook-ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.