ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. „ზაისი და კომპანია“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომპანიის მოვალეობა ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობაა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს 2021 წელში გახორციელებული პროექტები, ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროექტების განხორციელების ხარისხისა და ვადების მონიტორინგზე.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.