ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს ადგილზე გაეცნო ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მისი ღირებულება 383 754 ლარია.
ამ მომენტისთვის უკვე გადახურულია შენობა, შეცვლილია კარ-ფანჯარა, მიმდინარეობს შიდა სარემონტო, იატაკის, ჭერისა და კედლების დამუშავების პროცესი.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება ელექტრო გაყვანილობა, მოეწყობა ცენტრალური გათბობა, გაილესება და შეიღებება შენობის გარე ფასადი, ასევე მოხდება ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა.
სოფელ დიხაშხოს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდ კინგს“-ი მუშაობს.
სპეციალისტების განცხადებით, ამ ეტაპზე სამუშაოები ვადების დაცვით ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, პროექტი 30 მაისს უნდა დასრულდეს.
თანამედროვე სტანდარტების დაცვით რეაბილიტირებული სოფელ დიხაშხოს საბავშვო ბაღი, აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს, ბაღში იფუნქციონირებს „ბაგა“ ჯგუფიც.
შენობა 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის სრულად იქნება ღჭურვილი ბავშვის მოვლისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო რესურსით.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.