[ვიდეო] წყნეთის გზატკეცილზე საგზაო-სატრანსპორტო სამუშაოები მიმდინარეობს
01-02-2022, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო-სატრანსპორტო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების მიზნით, გაფართოვდება ტროტუარი, მოეწყობა „ზებრა“ გადასასვლელი და ავტობუსის გაჩერება. ასევე, ტერიტორია შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირდება.

 

 

სამუშაო პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

 

 

 

 

„ამ მონაკვეთზე ხშირად იქმნებოდა საავარიო სიტუაციები. ამიტომ, გადავწყვიტეთ აქ მდებარე თარგების გადაკეთება. მთლიანად შეიცვლება გარე განათების ქსელი, ჰაერში გადაჭიმული ელექტროხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, მილიონი ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორი წილოსანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი