„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2 თებერვალს, 14:00-დან 16:00 საათამდე, პუშკინის სკვერშისახალხო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების მასპინძლები იქნებიან მწერლები - თეონა დოლენჯაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო ხვედელიძე და ეკატერინე ტოგონიძე, რომლებიც წაიკითხავენ ამონარიდებს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან.
ღონისძიებაში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს, რისთვისაც სკვერში განთავსებული თაროდან წიგნს შემთხვევითობის პრინციპით აირჩევს, მოკლე მონაკვეთის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი, წიგნი მას საჩუქრად გადაეცემა.თაროზე განთავსებული იქნება სხვადასხვა გამომცემლობისა და სხვადასხვა ჟანრის წიგნები - როგორც ქართველი ავტორების, ისე თარგმანები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
„თბილისი - წიგნისმსოფლიოდედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.