ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მერის მოადგილეებთან, ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ა(ა)იპ „ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერული მეურნეობის გავითარების ცენტრი“-ს წარმომადგენლები.
გიორგი ნემსაძემ აღნიშნული ცენტრის თანამშრომლებს დაავალა მერის წარმომადგენლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, რათა დროულად და ორგანიზებულად მოხდეს მოსახლეობის პრობლემების ხელმძღვანელობისთვის გაცნობა.
„ასევე, მერის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, მიაწოდონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ თემებზე, სხვადასხვა მოქმედ პროგრამებზე. ასეთი გუნდური მუშაობით მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაც, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მცირე დროში მოხდება“, განაცხადა ცაგერის მერმა.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.