ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი.
სკოლა წარმოადგენს ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს არაერათ საგანმანათლებლო, პროფესიული გადამზადების, სასერტიფიკატო პროგრამებს.
სკოლის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის მიზანი სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში ახალგაზრდა თაობის მოზიდვაა.
აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებულ ბავშვებს, დარგის სპეციალისტებისგან უსასყიდლოდ მიიღონ ცოდნა.
თითოეული მიზნობრივი რეგიონიდან 10-15 მოსწავლე შეირჩევა.
სტუმრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.