ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული დაავადებული ხეების მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციით, გამზირზე სანიტარიული ჭრები ჩატარდება.
„როგორც იცით, დაწყებულია ქეთევან დედოფლის გამზირისა და მის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია. მთლიანად გვაქვს დაგეგმილი ამ გამზირის განახლება, მოწესრიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გვიწევს არსებული დაზიანებული და დაავადებული ხე-მცენარეების მოჭრა და მათი ახალი ნარგავებით ჩანაცვლება. ჩვენმა სამსახურებმა შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და მთლიანად გამზირზე ძალიან ცუდი სიტუაციაგვაქვს. აქედან გამომდინარე,აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.