შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს თბილისის მერიის მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, თბილისის მერიამ კერძო კომპანიას შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ტერიტორია გადასცა.
„ამ თემას არ შევეხებოდი, შშმ ბავშვებს რომ არ ეხებოდეს. საქმე ეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2017 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კონკრეტულ პიროვნებას, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის, კონკრეტული ვალდებულებითგადასცა, თუმცა,აღნიშნული ვალდებულება ვერ შესრულდა და ეს მიწა ეკონომიკის სამინისტრომ დაიბრუნა. 2020 წელს მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მერიას გადმოეცა. როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა, კონკრეტულ არეალებში მთელი რიგიკვლევები ჩავატარეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო შატბერაშვილის ქუჩა, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მეწყერსაშიში ზონაა. ამ კონკრეტულ არეალებში იყო გაცემული სამშენებლო ნებართვები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანებს მივეცითადგილმონაცვლეობის შესაძლებლობა. მიწის ფართი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წელს ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გადმოგვცა, 2021 წელს შატბერაშვილისქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთშიჩავანაცვლეთ, სადაც სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული. ამიტომ, გაუგებარია ეს ბრალდებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საქმეში მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურ თანადგომას გამოიჩენს.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ადამიანებს: ვისაც მართლა გაქვთ, სურვილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, როგორ ფიქრობთ, მუნიციპალიტეტი ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ?! მობრძანდით და ხვალვე მოვნახავთ თქვენთან ერთად მიწის ნაკვეთს და გააკეთეთ ეს კეთილი საქმე. არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.