ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ მედიასაშუალებები მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდნენ.
ფრაქციამ შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ მოამზადა.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ეროვნული მაუწყებლები სამი წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები ექვსი წლით მოგების გადასახადისა და დღგ-სგან უნდა გათავისუფლდნენ.
ასევე პროექტით, მოგების გადასახადისგან ექვსი წლით, ხოლო დღგ-სგან მუდმივად უნდა გათავისუფლდნენ ბეჭდვითი და ელექტორონული მედია. ფრაქცია ცვლილებების მომზადების მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.