ერთ-ერთი თურქული ტელეკომპანია აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების არაოფიციალური შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს. ვიდეო თურქეთის ქალაქ ანტალიაში “დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდეა გადაღებული.
რუსული მედიის ცნობით კი, ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინის არაფორმალურ ვითარებაში გამართული შეხვედრა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მას მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. სამიტზე რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა ლუკაშის ინფორმაციით, საუბარი სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში “დიდი ოცეულის” სამიტი ოფიციალურად დღეს გაიხსნა და ის 2 დღე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.