ქალაქ ნინოწმინდის და გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების (ჟდანოვი, სამება) გზების თოვლისა და ყინულის საფარისგან სპეცტექნიკით გაწმენდისა და გაფართოვების სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის სოფლების ნინოწმინდასთან დამაკავშირებელი ყველა გზის თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოების პროცესს მონიტორინგს უწევს მერის მოადგილე არმენ ბდოიანი.
მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტში სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. რეგულარულად იწმინდება ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისკენ მიმავალი გზები, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გაუვალია.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.