სააკაშვილის „პროგრამა“ წავიკითხე.
პოლიტიკაში მონოპოლიები უნდა აიკრძალოსო - ვისაც ბევრი ფული აქვს, პოლიტიკის დაფინანსება უნდა აეკრძალოსო.
ახლა სააკაშვილი ოპოზიციაშია და ინფორმაციის გავრცელებაზე აქვს დამყარებული მონოპოლია.
ამისთვის იყენებს ყველანაირ რესურსს, რაც დარჩა.
ყველას აქრობს მას დაქვემდებარებული მედიებიდან მის გარდა, რომ ხელოვნურად შეინარჩუნოს პირველობა და სხვა არავინ გაძლიერდეს.
მთელი ოპოზიციური ტელემედია მონოპოლიზებული აქვს, 2014 წლიდან (ტაბულა ვერ გააქრო, ყველაფერი სცადა) მისი კონტროლის მიღმა აქტორების გაქრობას ცდილობს, მისი მედიების გამოყენებით და მთავრობაში რომ მოვალ მონოპოლიებს ავკრძალავო.
ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი.
თამარ ჩერგოლეიშვილი,
ტაბულას რედაქტორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.