„ისწავლე და დასაქმდი“ - მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში თბილისში პროფესიულ მომზადებას 1123 მოქალაქე გადის
03-02-2022, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გრძელდება. ამჟამად, ოთხ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში მომზადებას 1123 მოქალაქე გადის. პროგრამაში ჩართული პირები 40-ზე მეტ პროფესიას „იკაროსში“, „მერმისში“, „სპექტრში“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ეუფლებიან.

 

 

სწავლების პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია კოლეჯ „მერმისში“ გაეცნო.

 


„პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროებში ეუფლებიან. ვთანამშრომლობთ არა მარტო პროფესიული სასწავლებლებთან, არამედ დამსაქმებლებთან, რომელთა დახმარებით, კურსის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სხვადასხვა კომპანიებში საქმდებიან. 2018 წელს დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და ამ ხნის განმავლობაში 5600 მოქალაქე ჩაერთო. პროგრამის 4500-მა მონაწილემ მომზადება უკვე დაასრულა და მათი 75 პროცენტი დასაქმებულია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 


დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება მერიის ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge 

 


მონაწილეების ახალი ნაკადის მიღება მიმდინარე წლის მარტში იგეგმება. პროგრამაში ჩართვისთვის საჭიროა მოქალაქე იყოს მინიმუმ 18 წლის და თბილისში რეგისტრირებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი