მკვლელობა თბილისში. მოკლულია საფეხბურთო კლუბ, ხელვაჩაურის მაჭახელას 20 წლის ფეხბურთელი თენგო ფერსელიძე. შემთხვევა კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთაზე 15 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის დაბადების დღეზე დაიწყო და მოგვიანებით უკვე ურთიერთშელაპარაკება ქუჩაში გაგრძელდა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ფერსელიძეს ცივი იარაღით მიაყენა გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
rustavi2.com
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.