ბან კი მუნი: საჩქაროდ უნდა გამოინახოს სირიის პრობლემის გადაჭრის გზები და დასრულდეს ძალადობა
15-11-2015, 23:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სირიის კრიზისის გადასაჭრელად საჩქარო და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.


"განსაკუთრებით მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის, რათა მათ დააჩქარონ ურთიერთქმედება სირიის პრობლემასთან მიმართებაში. ახლა დადგა ის დრო, როდესაც მათ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იმოქმედონ. საჩქაროდ უნდა გამოინახოს სირიის პრობლემის გადაჭრის გზები და დასრულდეს ძალადობა", - აღნიშნა ბან კი მუნმა გუშინ, განაცხადა, თურქეთის ქალაქ ანტალიაში "დიდი ოცეულის" სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.


მისივე თქმით, ვენაში მოლაპარაკებებისას სირიასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია. "ზომები უნდა იქნას მიღებული კაცობრიობისთვის. პარიზში მომხდარი თავდასხმები გვიჩვენებს, რომ ტერორიზმმა მოქმედებები დიდი მასშტაბებით დაიწყო. ვიმედოვნებ, "ოცეულის" ლიდერები ტერორიზმის საფრთხის წინაშე ერთიანები იქნებიან", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი