ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი არის ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების ( ე.წ. რეფინანსირების სესხები) მნიშვნელოვანი შემცირება ბოლო ორი კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.
მისი ინფორმაციით, სესხების მოცულობა თითქმის ერთი მილიარდი ლარით შემცირდა -2,63 მილიარდი ლარიდან 1,64 მილიარდ ლარამდე.
„სესხების შემცირების მიზეზებს არ მოვყვები. არაა ეს დამოკიდებული მხოლოდ რეფინანსირების მაღალ საპროცენტო განაკვეთზე (10,5 პროცენტი).
ეროვნული ბანკის შეცდომები იყო პირველ რიგში ლარის არასტაბილურობის მიზეზი, როცა ანგარიშს არ უწევდა რეფინანსირების სესხების როლს და ფაქტობრივად, კომერციული ბანკების ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ანუ ჰაერიდან ქმნიდა ფულს. ზოგიერთ პერიოდში მისი მოცულობა სამ მილიარდ ლარსაც კი აჭარბებდა, რაც ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის მიზეზი ხდებოდა.
ლარის გამყარებას სხვა მიზეზებიც აქვს, მაგრამ როგორც გამყარებაში ასევე გაუფასურებაში არის ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი (ბრალი)“, - აცხადებს გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.