საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას.
„ტელეკომპანია „პირველი“ კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას. მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეროვნული გმირის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან. გენერლის ოჯახის მხრიდან თანხმობის მიღებისთანავე, როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე თბილისის მერია მზადყოფნას გამოხატავენ, უმოკლეს ვადებში დაასრულონ საფლავის მოპირკეთება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.