„ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები სრულად გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე“ - ვაჟა მენაბდე
07-02-2022, 21:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ განაცხადა, რომ “ლიბერთი ბანკის” სამომხმარებლო სესხი, რომელსაც ხანდაზმული პირები იღებენ, თავის კატეგორიაში ყველაზე ხელმისაწვდომია. ამასთან, ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ამ კატეგორიის სესხებს არ აქვთ ფარული საკომისიო თუ მომსახურების გადასახადი.

 

“ჩვენ არაერთხელ გაგვიცია ამაზე პასუხი და ყოველთვის მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საბაზრო ფასზე, არის თუ არა ეს ფასი საბაზრო და ხომ არ არის ამოვარდნილი ბაზრიდან. ნებისმიერ პროდუქტზე საუბარი მისი საბაზრო ფასიდან გამომდინარეა საჭირო, რადგან ასე ნათლად ჩანს თუ რა არის ძვირი.

 

საპენსიო სესხს დიდი ხანია აღარც უნდა ვახსენებდეთ, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც სებ-ის ყველა რეგულაციას და მათ შორის შემოსავლების დასაბუთების, PTI-ის რეგულაციას ექვემდებარება.

 

ჩვენ ბევრჯერ დავასაბუთეთ, რომ ამ მოცულობის კრედიტებს, კორპორატიულ, მილიონ დოლარიან სესხებს თუ შევადარებთ, ფასში რა თქმა უნდა სხვაობა იქნება. მაგრამ თუ ვადარებთ 1000 და 2000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების განაკვეთს, ლიბერთის სესხები ამ შემთხვევაში უმეტესწილად საბაზრო განაკვეთებზე დაბალია.

 

კიდევ ერთი დეტალია საგულისხმო, ჩვენი საპროცენტო განაკვეთი არის სრულიად გამჭვირვალე, რადგან აქ არ არის რაიმე ფარული საკომისიოები, დამატებითი გადასახადები. როდესაც კონტრაქტში ვხედავთ დაბალ განაკვეთს 18%; 20%, 24% კარგად უნდა წავიკითხოთ რა არის ეფექტური განაკვეთი და ხომ არ არის გაცემის საკომისიო ან სხვა საკომისიოები.

 

როდესაც სამომხმარებლო სესხებს ვადარებთ ერთმანეთს, ბაზარზე თუ უფრო მაღალი განაკვეთებია და 1000-ლარიანი სახელფასო სესხი რომ აიღოს ადამიანმა, თუ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ლიბერთიში კონკრეტული სესხი, მაშინ რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი არსებული კონტრაქტი დაიშლება ან შეიცვლება, მაშინ სხვა ბანკში სესხებზე უფრო დაბალი პროცენტი იქნება.

 

ფასწარმოქმნისას გასათვალისწინებელია დისტრიბუციის ხარჯი. ანუ, რაც უფრო პატარაა სესხი, რაც უფრო წვრილ თანხებად გაიცემა, რა თქმა უნდა ეს მოქმედებს ფასზე.

 

ჩვენი ფასი არის საბაზრო. დღეს არსებულ ბაზარზე, ასეთივე სესხებზე, კიდევ უფრო მაღალი განაკვეთებია. რისკის ფასს რაც შეეხება ამ სესხებისთვის ეს არ არის 2%; არამედ არის დაახლოებით 5% და ეს არის დანაკარგი. მოგეხსენებათ, ჩვენ ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისგან არ ვითხოვთ თანხის ამოღებას.

 

ჩვენ ვართ გამჭვირვალე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს,”- აცხადებს “ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დირექტორი ვაჟა მენაბდე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი