ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა
08-02-2022, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ქალაქ ნინოწმინდის სასპორტო სკოლის სპორტდარბაზში მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა.

 


წელს თამაშს მუნიციპალიტეტის 16 სოფლის საჯარო სკოლების 200-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მოსწავლე დაესწრო.

 


საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატის თასი ოროჯალარის საჯარო სკოლის გუნდმა მოიგო. მეორე და მესამე ადგილები თანაბარი ძალით გაინაწილეს ჟდანოვაკანისა და სპასოვკას სკოლების გუნდებმა.

 

 

ჩემპიონატის გამორჩეული მონაწილე - სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სიგელებითა და სუვენირებით დაჯილდოვდნენ.

 

 

კულტურის სამსახურის უფროსის, ლეონ ვარდანიანის განცხადებით, თამაში უწყვეტი იქნება და ის ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას მოიცავს.

 

 

ჩემპიონატს მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, კულტურის სამსახურის თანამშრომლები და სპორტსკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი