საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი თემატური ფოტო-მასალა დაათვალიერა.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის საფლავს.
„ვულოცავ საქართველოს დავითობას და განსაკუთრებით ქუთაისს. მეფე დავითი ყოველთვის იყო სიმბოლო სიძლიერის და სიმამაცის. ვისურვებდი, რომ ისტორიულ წარსულში ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და სიძლიერე გადმოგვეტანოს დღევანდელ რეალობაში, რამეთუ ერთიანობა და ეროვნული სულისკვეთება არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა“,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
დავითობასთან დაკავშირებით ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა „ძლევაი საკვირველი“ მოეწყო. ასევე დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ საჯარო ლექციას „დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა“.
დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
ღონისძიებები COVID-19-ის რეგულაციების დაცვით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.